შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

22 მაისი 2018

 

 

 

22  მაისს,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ფონდის მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ასოციაციაში შექმნილი მაღალკვალიფიცურ ადვოკატთა გუნდი. ზემოხსენებული ადვოკატები დამატებით მომზადებას გაივლიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

1 ივლისს პროექტის ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე  პერიოდიდან გახდება შესაძლებელი იურიდიული მომსახურების მიღება იმ პირთა მიერ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

 

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამართლებრიც საკითხებში და მათ წარმომადგენლობას სასამართლოში.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი